
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის
მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
გლდანში "ევროპული საქართველოს" აქტივს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია წარვუდგინეთ. გლდანში, პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს, - წერს უგულავა.


შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა:
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენკანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.