
„გირჩის“ ინიციატივას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, პარტია Tesla -ს ავტომობილებს გაათამაშებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ასე ეხმაურება : "ბევრი მოწიეს და ცოტა მოუკლონ".
მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება „გირჩის“ ინიციატივა, როცა მანქანებთან დაკავშირებით პარტია უშუალო აქტივობას დაიწყებს.
„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს. არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე მერე ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და ცოტა მოუკლონ სჯობს“ - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ მანქანების შეძენას პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით აპირებს.