მარნეულში სილამაზის სალონი გაქურდეს. მეპატრონის თქმით ობიექტიდან 20 000 ლარამდე ღირებულების კოსმეტიკა, სამკაულები და სხვადასხვა ინვენტარია მოპარული.
შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობს.