8 მარტის შეთანხმება, ზეწოლა მედიაზე და ძალის გადამეტება მომიტინგეების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა შესწორებები დაამტკიცა 

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს მიერ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.

დეპუტატებმა რამდენიმე შესწორება დაამტკიცეს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასაც ეხება. ევროპარლამენტი მხარეებს მოუწოდებს პატივი სცენ შეთანხმებას და შეასრულონ ყველა ის პირობა, რომელსაც ის ითვალისწინებს.

შესწორებებში საუბარია, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მედიამფლობელებისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები და დაისაჯონ დამნაშავეები.

ანგარიშის პროექტი საქართველოს საკითხებზე მუდმივმა მომხსენებლმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა მოამზადა. 86 გვერდიან ანგარიშში 165 შესწორებაა შესული.

დოკუმენტს საბოლოოდ სექტემბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი