პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ მობილიზებულ და კონტრაქტზე მყოფ ჯარისკაცებს ერთჯერადად 195 000 რუბლი გადაუხადონ

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები და ისინი, ვინც ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურს ასრულებდნენ, მიიღებენ ერთჯერად ანაზღაურებას 195 ათასი რუბლის (3 ათას დოლარზე ოდნავ მეტი) ოდენობით.

მანამდე მობილიზებულებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათ არ უხდიდნენ დაპირებულ 195 ათას რუბლს.

პუტინის ე.წ. სამხედროები ასევე ჩიოდნენ ცუდი პირობების, უნიფორმის პრობლემებისა და დაბალი ანაზღაურების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი