მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეს და მისი პატიმრობის გაგრძელებას ეხმაურება. გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ "ნიკა გვარამიას დაპატიმრება და პატიმრობის გაგრძელება ასახავს საქართველოში პრესის თავისუფლების დაქვეითებულ მდგომარეობას და აღნიშნავს დემოკრატიული ოცნების დასასრულს, რომელსაც საქართველოს ბევრი მოქალაქე იზიარებს".

ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 16 მაისს საქართველოს სასამართლო სისტემამ გვარამია დამნაშავედ ცნო, "სავარაუდოდ, შეთითხნილ ბრალდებებში და მას შემდეგ უსამართლოდ დააკავა". 

"ბატონი გვარამია არის ტელეარხ „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და აღიარებულია საქართველოში ცნობილ კრიტიკოსად, ჟურნალისტად და ბიზნესმენად. 2012 წლიდან ბატონი გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე საჯარო და ეფექტური მაკონტროლებელი - ქართველი ოლიგარქისა, რომელიც, სავარაუდოდ, კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და კრემლის რეჟიმთან. ის ასევე არის საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. სიტუაციის მცოდნე ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბატონი გვარამიას უსამართლო დაკავება პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის მიმართ მის კრიტიკასთან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. გარდა ამისა, უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა, სავარაუდოდ, გამოავლინა, რომ საქართველოს მთავრობა დაეხმარა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში მისი ტერიტორიის გავლით. ბატონი გვარამიას პატიმრობა ასევე შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს მის როლს კრემლისადმი საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერის გამოვლენაში. ის ასევე გამოიყენება როგორც დემონსტრაციული დასჯა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, უკრაინის მხარდამჭერებისა და საქართველოში დემოკრატიის მომხრე მებრძოლების დასაშინებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ბატონ გვარამიას მხარდაჭერა რათა ყველა ქართველს ჰქონდეს წვდომა ზუსტ და გამჭვირვალე ინფორმაციაზე. ეს არის თავისუფალი, აყვავებული, სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი.

განა ეს არ არის ნამდვილი ქართული ოცნება?" - წერია სტატიაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი