მედია რომ არა, ეს საქმე ჩაიფარცხებოდა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

გახმაურებული საქმეების არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ოპოზიცია. მთავრობის ოპონენტების თქმით, ბევრი კითხვები ჩნდება მტკიცებულებების შეგნებულად გაყალბებასა თუ მაღალჩინოსნების ჩართულობაზე და მსგავსი ქმედებები სულ უფრო ამცირებს ნდობას საგამოძიებო უწყებებისადმი. მმართველი გუნდის ოპონენტებს კითხვები აქვთ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჟურნალისტების ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, ძალიან ბევრი დეტალი დღესაც გაურკვეველი იქნებოდა. 

ხელისუფლებამ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ შეძლო ობიქტური გამოძიება, ფაქტია, რომ ყველა ეტაპზე ყველგან იყო მტკიცებულებების გაყალბება, მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა, - ამბობს იგი. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ საქმეში უკვე ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტია. 

ნდობა ჩვენი საგამოძიებო ორგანოების მიმართ არის ნულოვანი, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური მიკერძოებულობა, არაკომპეტენტურობა, არის ძალიან ცუდი გამოცდილებაც, - აცხადებს ტუღუში. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პროკურატურას საზოგადოებასთან მეტი გულახდილობისთვის მოუწოდებს, რათა საქმესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები მოიხსნას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი