ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების შესწორებებს უყარეს კენჭი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესწორებებს უყარა კენჭი. დოკუმენტი 8 მარტის შეთანხმებასაც ეხება.

ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ შეთანხმების სულისკვეთებას და ორი ოპოზიციონერი ლიდერის შეწყალების შემდეგ, შეასრულონ შეთანხმების სხვა ასპექტებიც. ასევე მოუწოდებენ მთავრობას, გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი და უზრუნველყოს დამნაშავეთა დასჯა; დაიცვას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებები და შეამსუბუქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ შემოღებული არაპროპორციული სანქციები.

შესწორებებში ასევე წერია, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მედიის მფლობელებისა თუ წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი