მნიშვნელოვანი გზავნილი ხელისუფლებისთვის - ოპოზიციის შეფასება ასოცირების ხელშეკრულების შესწორებებზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო და მნიშვნელოვანი გზავნილი - ასე აფასებენ, ოპოზიციაში ევროპარლამენტის ანგარიშს და არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტს უფრო მკაცრი შინაარსის შესწორებებიც დაემატოს. "ქართული ოცნების'' ოპონენტების განმარტებით ეს ხელშეკრულება ხელისუფლებისთვის ერთგვარი მონიტორინგია. ანგარიშს ევროპარლამენტი სექტემბერში დაამტკიცებს. 

"ნაცინალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის და სექტემბრამდე არის დრო, რომ მასში კიდევ შევიდეს ცვლილებები და ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. 

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტში თავისუფალი მედიის მფლობელებთან დაკავშირებით, სადაც, მისი თქმით, გიორგი რურუა მოიაზრება, არის მოწოდება ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების მხრიდან, რომ ამ საქმეების მონიტორინგი აწარმონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს ეყარა კენჭი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი