კონკურენციის სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უწყებად გადაიქცევა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონებს, რომელსაც ოპოზიცია ბიზნესის მოგუდვის კანონებს უწოდებს. ცვლილებები კონკურენციის, კომუნიკაციებისა და, ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონებში შედის.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ეს შესწორებები ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. მათი დაჩქარებულად მიღება კი, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან ტოტალური კონტროლის დამყარების სურვილითაა განპირობებული.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სამივე კანონი ერთი სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რომ როგორმე დააშინონ და დაიმორჩილონ ბიზნესი. 

კონკურენციის კანონში შედის ცვლილებები და ეს უწყება გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სტრუქტურად ბიზნესისთვის, - ამბობს იგი. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბრიშვილი ამტკიცებს, რომ კომუნიკაციების სააგენტოსა და სემეკის მიმართულებით ხელისუფლებას ერთი და იგივე მიდგომა აქვს, რომ მთავრობას ბიზნესზე რაც შეიძლება მეტი ზეწოლის განხორციელების საშუალება მიეცეს.

რაც სჭირდებათ როგორც წინასაარჩევნოდ, რომ საკუთარ საარჩევნო ყულაბაში მეტი ფულის მობილიზება გააკეთონ, ისე გრძელვადიანად, რომ ივანიშვილის დაუკითხავად ამ ქვეყანაში არც ერთი ცენტრი ინვესტიცია არ შემოვიდეს, - ამბობს ჭიაბრიშვილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი