ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები რისკებს შეიცავს - ბიზნეს სექტორი

გამოქვეყნდა:

დღეს გახდება ცნობილი, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლების რა შენიშვნებს გაითვალისწინებს მმართველი პარტია. კანონპროექტი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილება.

გუშინ, 13 ივლისს პარლამენტში გვიან ღამემდე გაგრძელდა შეხვედრა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა არჩილ თალაკვაძეს, კომიტეტის თავმჯდომარეს და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს თავიანთი შენიშვნები გააცნეს. სექტორის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დროებით მმართველის მექანიზმმის შემოღებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ეს ცვლილება რისკის შემცველია.

შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენების სახელით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. იგი იმედოვნებს, რომ ბიზნესის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ხელისუფლება გაითვალისწინებს

ჩვენ შევეცადეთ მთელი სიგრძე-სიგანით, აბსოლუტურად ობიექტურად და პროფესიულად გაგვეშალა და წარმოგვედგინა ჩვენი ხედვები, კონკრეტულად რომელ მუხლებთან დაკავშირებით არის რისკები. გვინდა იმედი ვიქონიოთ და ასე ვფიქრობთ, რომ პარლამენტი შეძლებს გაითვალისწინოს ის შენიშვნები და ხედვები, რომელიც დღეს, კიდევ ერთხელ ქართულმა ბიზნესმა პარლამენტში დააფიქსირა, - თქვა სოსო ფხაკაძემ.

ცვლილებების თანმახმად, კომუნიკაციების კომისიას ექნება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში 2 წლით დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც განუსაზღვრელი ძალაუფლებით ისარგებლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი