
საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია და ბათუმის ყველა ცენტრალური ქუჩა გადათხრილია - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე. მისი განმარტებით, ბათუმში შექმნილი საცობები სამშენებლო სამუშაოების არასწორად დაგეგმვის შედეგია.
კირთაძე ამბობს, რომ მერი, რომელსაც სეზონთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია შვებულებაშია და ისვენებს. პოლიტიკოსი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქართულ ოცნებას აკისრებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე