
დედაქალაქის გენერალური გეგმა კალაძის ბიზნესგეგმად იქცა - საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქალაქის მერი ზონალურ სტატუსს მილიონობით კვადრატულ მეტრ მიწას უცვლის. ტერიტორიას, რომელსაც 2018 წლის გენგეგმით სატყეო სტატუსი მიენიჭა, ისევ საცხოვრებელი ზონის სტატუსი უბრუნდება. ზონალური სტატუსი თბილისის ზღვის, შინდისისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიას შეეცვლება.
კონკრეტულ ადამიანებს ექმნებოდათ პრობლემა, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ კერძო საკუთრებას არ შექმნოდა პრობლემა, არ გაითვალისწინეს და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. არის დიდი ნაწილი, რომელსაც კალაძე, სავარაუდოდ, გამოიყენებს საკუთარი ბიზნესისთვის, ვგულისხმობ იქ, სადაც არ შეიძლებოდა კორპუსის მშენებლობა ან სახლის მშენებლობა, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს გახდება შესაძლებელი, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიცია ითხოვს, რომ ქალაქის მერმა გამოაცხადოს აუქციონი, რათა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების პრობლემა მოწესრიგდეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი საკრებულოს სხდომას არ დაესწრებიან, რადგან უმრავლესობა ქალაქის რეალურ პრობლემებზე არ მსჯელობს.
ენმ-ს დეპუტატება ქართული ოცნების წევრმაც უპასუხა.ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ზონალური სტატუსი კვლევის საფუძველზე იცვლება.