რუსთავში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები სახლების დაკანონებას წლებია ელიან - კირკიტაძე

გამოქვეყნდა:

წლებია, რუსთავში გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან განკარგულების მიღებას და სახლების დაკანონებას ელიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ თქმით რუსთავში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

სახელმწიფომ, რომელიც ვალდებულია, რომ მათზე იზრუნოს, არ გამონახა სამი საათი, იმისთვის, რომ მიეღო ერთი დადგენილება, გადაწყვეტილება და ეს სახლები, რომლებიც ჩემს უკანაა, გადაცემოდათ მათ საკუთრებაში. ადამიანები წლებია ცხოვრობენ ამ სახლებში და ელოდებიან სახელმწიფოს მხრიდან ერთ განკარგულებას. მე ვთხოვ მთავრობას, დღეს გაგვცეს პასუხი, თუ რატომ ვერ მოიცალა ამ ადამიანებისთვის - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2 წლის წინ ეკონომიკის მინისტრს წერილი გაუგზავნეს, სადაც 250 ოჯახის მდგომარეობა აღუწერეს, თუმცა უწყების მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. კირკიტაძის თქმით, იგი ხელისუფლებას აიძულებს, რომ ოქტომბრამდე ეს სახლები დაკანონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პრობლემას ერთ თვეში მოაგვარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი