მერია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას აჩერებს | რა არგუმენტები აქვს კახა კალაძეს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტი და მერი, რომელიც პასუხისმგებლობას არ ღებს. კახა კალაძე აუქმებს კონტრაქტს კომპანია "მამისონთან", რომელიც 5 წელია მეტროს სადგურ ვარკეთილის ჭერი შეკეთებაზე მუშაობს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს.

კალაძე, რომელიც წლებია სამუშაოების დასრულებას ელოდება, ახლა ამტკიცებს, რომ მამისონი ვადებში ვერ ჩაეტევა და იწყებს ახალი კომპანიის ძებნას. თუმცა თბილისის მერი არაფერს ამბობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მერიამ მეტროს სადგურის ჭერის შეკეთების ორგანიზება ამ დრომდე ვერ შეძლო.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ კომპანია, რომელსაც მეტროს სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაატარებინა, ტენდერით გამოავლინა. მასთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის მაისში დაიდო, სამუშაოების დასასრულებლად კი 18 თვე განისაზღვრა.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი