აჭარის მთავრობის ხარჯები 2.5-ჯერაა გაზრდილი - გამჭვირვალობის კვლევა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" აჭარის მთავრობის 2018-2019 წლების ადმინისტრაციული ხარჯების კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგად დგინდება, რომ ხარჯები 2015-2016 წლებთან შედარებით თითქმის ორნახევარჯერაა გაზრდილი.

მთავრობაში დასაქმებულ პირებზე ხელფასები ორჯერ მეტია გაცემული, ასევე გაზრდილია სამივლინებო და წარმოამადგენლობითი ხარჯები.

კვლევამ აჩვენა, რომ 2015-16 წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი, 2019 წელს გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა სარესტორნო მომსახურებაზე, სტუმრების მიღებაზე, ასევე საზღვარგარეთ მივლინებებისთვის, - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი