
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ტურისტული სექტორის დახმარებისკენ მოუწოდებს. "ახალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ სეზონის ჩავარდნის გამო სასტუმროები და მთლიანად ტურისტული სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ტურიზმი ქვეყნაში ბევრი ადამინისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ამ სექტორის დასახმრებლად კონკრეტული ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას.
მივმართავ გახარიას და მთავრობას, ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული და მიხედეთ საქმე, - თქვა ვაშაძემ.