
პარლამენტში ბიუროს სხდომაზე კამათი იყო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შორის. გოცირიძემ უმრავლესობას შესთავაზა, რომ მათი "დიდსულოვანი" ინიციატივა - საარჩევნო უბანთან არცერთი პარტია არ იყოს 25 მეტრის რადიუსში, საკანონმდებლო ცვლილებებში შეიტანონ.
თქვენ არ იყავით, რომ ეს ინიციატივა კანონში არ შეიტანეთ, ამიტომ მე გთავაზობთ, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების დროს თქვენი დიდსულოვანი ინიციატივა კანონში შევიტანოთ. მემორანდუმს შეასრულებთმ როცა კანონებს არ ასრულებთ?! - თქვა რომან გოცირიძემ.
დეპუტატის ამ ფრაზას სხდომაზე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან.
სანამ ჩვენ დაგეხმარებით, სჯობს პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოით ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.