
ჩვენც გვინდა სახლი - ამ ლოზუნგით რუსთაველებმა ეკონომიკის მინისტრის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ნათია თურნავას მშენებარე სახლთან საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვდნენ.
რუსთავის მოსახლეობის თქმით, მათი პროტესტი ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია, ვინაიდან ბინების დაკანონების მოთხოვნას, წლებია, რეაგირება არ მოჰყოლია.
აქციას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძეც შეუერთდა. მისი თქმით, საქართველოში დიდი სოციალური უთანასწორობაა.
ხელისუფლების წარმომადგენლები იშენებენ სასახლეებს, მდიდრდებიან უმოწყალოდ... ნათელა თურნავას მოვუწოდებთ, რომ რუსთაველებს, დატანჯულ ადამიანებს, დაუმტკიცოს ეს სახლები, გადასცეს საკუთრებაში, - აღნიშნა კირკიტაძემ.