ივანიშვილი "ოცნების" შეხვედრას ონლაინ დაესწრო - საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დანიშნეს

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა - ინფორმაციას ამის შესახებ მმართველი გუნდი ავრცელებს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად დაესწრო. პარტიის თავმჯდომარე განხილვას ლაივ რეჟიმის საშუალებით ისმენდა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.
სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს" ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომას "ოცნების" მთავარი პიარ ტექნოლოგი ლაშა ნაცვლიშვილიც ესწრებოდა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი