ვგრძნობდი, რომ მიღალატეს - კრიშტიანუ რონალდუს თქმით, გუნდი მის მოშორებას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ ამბობს, რომ კლუბმა მას უღალატა და ის იძულებით გააძევეს. 

TalkTV-სთვის პიერს მორგანთან ინტერვიუში, რონალდუს ჰკითხეს, ცდილობდა თუ არა იუნაიტედის იერარქია კლუბიდან მის გაძევებას.

"დიახ, არა მხოლოდ მწვრთნელი (თენ ჰეგი), არამედ კიდევ ორი ან სამი ადამიანი კლუბში. ვგრძნობდი, რომ მიღალატეს. [...] ვგრძნობდი, რომ ზოგიერთს არ უნდოდა ჩემი აქ ყოფნა, არა მხოლოდ წელს, არამედ შარშანაც", - თქვა მან.

37 წლის ფორვარდმა, რომელიც პორტუგალიის კაპიტანი იქნება ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, თენ ჰეგის შესახებ თქვა: "მე მას პატივს არ ვცემ, რადგან ის ჩემს მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს. თუ პატივს არ მცემ, მე შენდამი პატივისცემა არასოდეს მექნება". 

რონალდუს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მას მხარი არ დაუჭირა, როდესაც მისი ქალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ივლისში. მან თქვა, რომ კლუბს ეჭვი ეპარებოდა და ნაკლები თანაგრძნობა გამოიჩინა, როდესაც ის ვარჯიშზე მივიდა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდს პროგრესი არ ჰქონია მას შემდეგ, რაც წინა მწვრთნელი, სერ ალექსი ფერგიუსონი წავიდა. რონალდუ ამბობს, რომ "მანჩესტერი" არ არის იმ გზაზე, რასაც იმსახურებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი