"რურუას თემა არის მოგონილი, არანაირი რურუა არ არის" - კახა კალაძე

გამოქვეყნდა:

რურუას თემა არის მოგონილი, არანაირი რურუა არ არის – ამბობს თბილისის მერი ევროპარლამენტის მიერ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის კომენტირებისას.

ანგარიშში შესწორებები ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა გუშინ დაამტკიცა. მათ შორის საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას ყველა პირობის სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

კალაძე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებები ოპოზიციის ბრალია. კალაძის აზრით, ოპონენტები "ქვეყნის დაზარალებას" საზღვარგარეთ აქტიურად ცდილობენ:

„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით" ამბობს კალაძე.

8 მარტის შეთანხმების შესრულების გარდა, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ თავი შეიკავოს​ მედიამფლობელებისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები და დაისაჯონ დამნაშავეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი