
"რუსი ბოტები Twitter-ზე გტროლავენ ? ეს ჩვეულებრივი სამშაბათია. ამას პუტინი აკეთებს“ - წერს ამერიკელი კომგრესმენი Twitter -ის ოფიციალურ გვერდზე.
ასე მოქმედებს პუტინი, ის თავისუფლებისმოყვარე ხალხს იღებს მიზანში, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ქაოსს ნერგავს პირადი სარგებლისთვის. პათეტიკურია, მაგრამ, გამარჯობა, ეს პუტინის რეჟიმია.
ამ ტვიტით ადამ კინზინგერი, ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც Twitter -ის ულტრა-მემარჯვენე და პრო-სახელისუფლებო აქტორებთან დაკავშირებული ანგარიშები, ბოლო დროს, საერთაშორისო აუდიენციის წინააღმდეგ მეტად გააქტიურდნენ.