დღეს გიორგი რურუა სასამართლოში მისი დაკავების შესახებ ჩვენებას მისცემს

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ჩვენებას დღევანდელ პროცესზე ბრალდებული გიორგი რურუა მისცემს და ამით დაცვის მხარე საკუთარი მოწმეების გამოკითხვას დაასრულებს.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი დღეს დეტალურად მოყვება, რა მოხდა მისი დაკავების დღეს და კიდევ ერთხელ დაასახელებს იმ სამართალდამცველებს, ვინც მისთვის იარაღის ჩადებაში იღებდა მონაწილეობას. ამის შემდეგ იქნება მხარეების დასკვნითი სიტყვები. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

დაცვის მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუა ციხეში არა მოსამართლე ბუგიანიშვილის განაჩენის საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მოტივით იმყოფება, შესაბამისად, მისი მტკიცებით, განაჩენიც პოლიტიკურად მოტივირებული იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი