
ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა გრძელდება - იუსტიციის სამინისტრო უკვე მეორე კვირაა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის პროგრამის გამორთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შენგელია არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის უწყებამ შესაძლოა ახალი მიზეზი მოიგონოს მისთვის ხელის შესაშლელად.
ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაწყებული დევნა იმ პოლიტიკური ტერორის გაგრძელებაა, რასაც დედამისი, ია კერზაია შეეწირა.
"უმაღლესი თანამდებობის პირის გარეშე ვერც ერთი შუალედური რგოლი ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროში ვერ მიიღებდა", - ამბობს ბაჩანა შენგელია.
შეგახენებთ, რომ ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლად იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული, თითქოსდა, პოლიტიკურად მოტივირებული პოსტები მიიჩნია.