განუსაზღვრელი უფლებები მარეგულირებლებს - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

გამოქვეყნდა:

ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გვიან ღამით დასრულდა. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით უყარა კენჭი კანონპროექტებს, რომლითაც მარეგულირებელ კომისიებს განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭა.

სხდომას არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობა", სადაც სხვა ოპოზიციური ფრაქციების მსგავსად ფიქრობენ, რომ ხელისულებას წინასაარჩევნოდ ბიზნესზე ზეწოლის გასაადვილებლად ბერკეტების ხელში ჩაგდება აქვს ჩაფიქრებული. 

ივანიშვილი ცდილობს, რომ ბოლომდე ბოლო მოუღოს, როგორც ტელეკომუნიაკციების ისე ენერგეტიკის სფეროებს, ამას აკეთებს იმით, რომ აძლიერებს იქ მარეგულირებლის როლს, რომელსაც აძლევს განუსაზღვრელ, დრაკონულ, ეს გამორიცხავს, რომ აქ შემოვიდეს ინვესტიციები და აქ იყოს კონკურენცია, - მიიჩნევს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესისა და კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობდა და პარლამენტის წევრები ცდილობდნენ, მოდერატორის ფუნქცია შეესრულებინათ და მისი თქმით, ეს გამოუვიდათ კიდეც. 

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესს რეგულატორთან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, მაგრამ მათ კომპრომისული რედაქციის მიღწევა მაინც მოახერხეს. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც ადასტურებს, რომ ამ კანონპროექტით განსაზღვრული უფლებები დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი იქნება მთავრობის ხელში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი