ჩვენთვის არ აქვს ფასი, იდარდონ NGO-ებმა - კობახიძე ამერიკელი სენატორების კრიტიკაზე და დახმარების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"უსამართლო კრიტიკას ჩვენთვის არ აქვს ფასი" - ასე ეხმაურება "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს სენატში გამართულ სხდომას, სადაც სენატორებმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს და ფინანსური დახმარების შეჩერებაზე ალაპარაკდნენ.

კობახიძეს მტკიცებით,  მათი დაფინანსების  უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის და ამაზე "მათ უნდა იდარდონ" 

"ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას ჩვენთვის არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს, მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს მხოლოდ კონკრეტული საფუძველი, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება... NGO დაფინანსებიდან თუ არა ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ NGO-ები დაფინანსდებიან თუ არ დაფინანსდებიან ამაზე იდარდონ NGO-ებმა. მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ NGO-ების გავლით ეს აქვს აშშ-ს ყოფილ ელჩს ნათქვამი და არა მე და მე პრაქტიკულად იმავეს ვიმეორებ დაფინანსდებიან თუ არა ამაზე იდარდონ მათ, ჩვენ ვერ ვიდარდებთ ამაზე" - ამბობს კობახიძე

"საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ. ჩვენ ამ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ, რათა იქ რეფორმები განხორციელდეს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს დახმარება უნდა მივაბათ იმას, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში" - ეს განცხადება სენატში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი