გოგოლის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მოკლეს. ადგილობრივების თქმით, ხმაური ან რაიმე შელაპარაკება არ გაუგიათ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე: