ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული, სავარაუდოდ თავადაც არასრულწლოვანია.
დეტალებზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. შსს-ს ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.
ზუგდიდში დაჭრილი არასრულწლოვანი შემთხვევის შემდეგ ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს, 14 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის გარდაიცვალა.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: