არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება ჯერჯერობით არ აქვს, რადგან საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის, თუმცა იქვე აღნიშნა თავის პოზიციაც და თქვა, რომ მისი მხრიდან შიხეილ სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში დამატებით პოლარიზაციას გამოიწვევს.

მისივე თქმით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი და გადაწყვეტილება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.

"მიხეილ სააკაშვილის შეწყალების  უფლება არ მაქვს, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულება.  ის ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობით შეწყალება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება რაც სასამართლო საქმის წარმოება დასრულდება. მე რამდენჯერმე ავხსენი თუ რატომ არ ვიწყალებ, რადგან აქ პოლარიზაციის ფაქტორია. საქართველოში პრაქტიკულად არ არის ოჯახი, რომელსაც არ განუცდია მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი, ამიტომ არ ვთვლი, რომ მე უნდა გავხდე დამატებით პოლარიზაციის ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან განიცადოს გამოუსწორებელი შედეგები.

ამიტომ, მე ყურადღებით ვაკვირდები ინფორმაციას, დღეს ველოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას, თუმცა ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. მე საჯაროდ ვამბობდი, რომ ვფიქრობ, დამატებითი მკურნალობის მისაღებად ის უნდა იყოს ექსტრადირებული, არ ვიცი რა არის ზუსტი ტერმინი, ის 6 თვეა კლინიკაშია. [საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა] ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი