აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და რუსული რუბლები - კიევ-პეჩორისა და სხვა მონასტრების ჩხრეკა დასრულდა

გამოქვეყნდა:

კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის;

ნაღდი ფული 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფული ტესტი. 

მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.

"ზოგიერთმა მათგანმა საბუთების შემოწმებისას სსრკ-ის პასპორტები და სამხედრო ბილეთები წარადგინა, მათ საერთოდ არ ჰქონდათ დოკუმენტების ორიგინალი, არამედ მხოლოდ მათი ასლები, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეების პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ამისა, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანში“ მუშაობდა.

„ამავდროულად, ის არის ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის ANTVAN GROUP-ის მფლობელის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო.ვ.ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ფლობდა უკრაინაში არაერთ მიწის ნაკვეთს და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებას. ამ დროისთვის ეს ქონება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაყადაღებულია“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

ჩხრეკა სამონასტრო კომპლექსებში გუშინ დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი