საგანგებო მდგომარეობის მსხვერპლი - გოჩა ჩხიკვაძე უმძიმეს ავარიაში კომენდანტის საათის დროს მოყვა

გამოქვეყნდა:

1 აპრილი.. ნაწვიმარ გზატკეცილზე, კომენდანტის საათის დადგომამდე, ავტომობილი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მიემგზავრებოდა. მიმართულება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახშირღელე იყო. 27 წლის გოჩა ჩხიკვაძე სახლში ბრუნდებოდა. ამბავი სწორედ აქ იწყება. ავტომობილი ფუჭდება და გოჩა საგანგებოდ გახსნილ სატელეფონო ცხელ ხაზზე - 144 რეკავს. 

ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა თერჯოლის შესასვლელთან ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა. ავტომობილი რკინის ჯებირიან ბორდიურს შეეჯახა.  

ავარიამ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება სრულად შეცვალა. გოჩა ჩხიკვაძეს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა მარცხენა ფეხის შესანარჩუნებლად. ყოველდღიურად ცდილობს გაუმკლავდეს გაუსაძლის მდგომარეობას, ფიზიკურ ტკივილთან ერთად ფსიქოლოგიურ ტრავმას. ოპერაციამდე დიდი დროა. ყოველდღიურად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ჯერ იმედს ვერ აძლევენ.

ოჯახს ერთადერთი შემოსავლის წყარო ჰქონდა. გოჩა ავტოსკოლაში მუშაობდა. დღეს ოჯახი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ბინაში ქირით ცხოვრებენ. ყოველდღიური ხარჯების გასტუმრებაში ახლობლები ეხმარებიან. სოციალურ აგენტს მალევე მიმართეს და ისევ პასუხის მოლოდინში არიან. 

ოჯახი დახმარებას ითხოვს. ფიზიკურად ვერ უმკლავდებიან იმ ხარჯებს, რომელიც მკურნალობას სჭირდება. ახლა ისევ საზოგადოების იმედით ცხოვრობენ. 

GE29TB7931436010300011 - თიბისი ბანკი.

მიმღები: გოჩა ჩხიკვაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი