პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდა - ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ზურაბიშვილის წარმომადგენლებს გადასცა

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ათონელის რეზიდენციაში, საქართველო პრეზიდენტის მრჩეველს და ადმინისტრაციის  წარმომადგენელს შეხვდა და ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.

მისი თქმით, ადმინისტრაციაში დაინტერესებული არიან, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათ დიდი ინტერესი გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ და ასევე დასკვნაში ასახული მტკიცებულებების და დებულებების მიმართ, მე  მათ გავუზიარე ჩემი მოსაზრება და მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი რაც შეიძლება სწრაფად საზღვარგარეთ, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო ც კლასის კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც სწორი დიაგნოსტიკა, ასევე სწრაფი და დაუყოვნებელი სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია"  - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი

ჯიშკარიანი  სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის შესახებ, რადგან ამ დრომდე არ არ არსებობს, დაზუსტებული დიაგნოზი. 

"მე მინდა მოვუწოდო სალომე ზურაბიშვილს  და ხელისუფლებას, პაციენტი დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი დიაგნოსტიკისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის. სასამართლო პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმში, თუმცა არაფერი არ უდგას წინ პაციენტის ჰუმანიტარული მისიით  გადაყვანას...

არ გვაქვს დაზუსტებული დიაგნოზი. გვაქვს "ემპათიის" დასკვნაში მძიმე დიაგნოზები, რომელიც ექვემდებარება პაციენტის გათავისუფლებას იურიდიულ სტანდარტებში, მაგრამ სიტუაცია არის აუცილებლად სასწრაფო მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე... აუცილებელია პაციენტის სრულყოფილი ექსპერტიზა, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოში ვერ ჩატარდება, რადგან კლინიკა ვივა მედის სამედიცინო ბარათებში ბევრ დიაგნოზებში ვკითხულობთ, რომ დაუზუსტებელია" - ამბობს ჯიშკარიანი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" პირდაპირი ჩართვისას

შეგახსენებთ, რომ ჯიშკარიანმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ექსპერტიზის შედეგებით, კიდევ უფრო დამძიმებულია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი