დღეს გიორგი რურუას სასამართლოზე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე წარსდგება. მომდევნო პროცესზე კი სასამართლო ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რურუას ჰქონდა იარაღი, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, პროცედურული დარღვევებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები საპირისპიროზე მიუთითებს. ადვოკატების თქმით, რურუას იარაღი არ ჰქონდა და ბრალდების მხარე მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ედავება.

რეალურად, აი, ამ პროცესებმა გამოავლინა გიორგი რურუას უდანაშაულობა. ის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება საპატიმროში და აქედან გამომდინარე, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მოსამართლემ, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი