ნატო უკან არ დაიხევს, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს დილით რუმინეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაგარძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

მისი თქმით, გაიზრდება "არალეტალური" დახმარების რაოდენობაც.

"ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ. 

ბევრი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში "არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი