სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მინისტრების საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ოცნება" მინისტრებს პარლამენტში არ იბარებს, გახარიას მთავრობის წევრები კი პარლამენტის როლს აკნინებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსში" ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ფაქტობრივად, არ იწვევს მინისტრებს,  ხოლო ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში, თავად მინისტრები არ მიდიან საკანონმდებლო ორგანოში. ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა კი უხეშად დაარღვიეს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რაც მათი იმპიჩმენტის საფუძველია.

ეს არის უჩვეულოდ სუსტი პარლამენტი, რომელიც ვერ აკონტროლებს მთავრობას... საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი ხელისუფლებას, მინისტრებს თვითონვე უწყობს ხელს იმაში, რომ ისინი არ გამოცხადდნენ პარლამენტში და არ ჩააბარონ პარლამენტს ანგარიში, - ამბობს "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე.

ამჯერად, "ევროპული საქართველო" პარლამენტში თეა წულუკიანის მისვლას, ჯერჯერობით, უშედეგოდ ითხოვს. ოპოზიციას აინტერესებს, თუ რატომ შეუჩერეს საქმიანობის უფლება ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას.

ამ ადამიანს, რომლის საქმეზეც, მტკიცებულებების მიუხედავად, არავინ არ დაუსჯიათ, მისი ლეგიტიმური პროტესტის გამო, ამ საქმეზე კიდევ ერთხელ, პოლიტიკური მოტივით და კანონის დარღვევით უზღუდავ მის საქმიანობას, რომ მას შეეძლოს, საკუთარი ოჯახი შეინახოს. მერე აგებ სასამართლოს და არ ემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება მარტო წულუკიანმა გააკეთოს, - განმარტავს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი