
"არა სამუდამო პუტინს!" - ამ ლოზუნგით მოსკოვში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც დაკავებებით დასრულდა.
აქცია რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეთა მიერ იყო ორგანიზებული და მასში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. განაცხადის გაკეთების მიუხედავად, მერიამ აქციის ჩატარების უფლება არ გასცა, ამ მიზეზით აქციაში მონაწილეობის მოტივით წუხელ ათეულობით აქტივისტი დააკავეს.
აქციის დაწყებიდან 2 საათში მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს პუშკინის მოედნიდან ტვერის ქუჩის მიმართულებით. მათ გზა გადაუჭრა რუსეთის გვარდიისა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა და დაკავებები დაიწყო. თვითმხილევლების ცნობით, სამართალდამცველები უკიდურესად უხეშად მოქმედებდნენ. ბევრი დკავებული ჩივის, რომ მიღებული აქვთ ტრამვები.