
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. საბრძოლო მოქმედებების განახლებას არც ერთი მხარე უარყოფს. რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანი 11 სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის დაღუპვას, ხოლო სომხეთი 4 სამხედრო პირის დაღუპვას ადასტურებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცახდებით, სომხეთის მხრიდან თოუზის მიმართულებით სროლა მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სომხეთის ცნობით, ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით ისროდნენ.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო. ამის შემდეგ ბაქოში მოსახლეობა ჯარისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დედაქალაქის ქუჩებში მოწოდებით "ყარაბაღი ჩვენია" გამოვიდა. მოგვიანებით სოლიდარობის აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა.