ცოტა თუ მოიძებნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ადამიანი, რომელზეც იმაზე მეტი ლეგენდა არსებობდეს, ვიდრე ნიკო ფიროსმანია.
ამ ლეგენდების ერთი წყარო მხატვრის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემების სიმწირეა, მეორე წყარო კი, რომლითაც ფირსომანის შესახებ მითები საზრდოობენ, თავად მხატვრის ხასიათია, რომელსაც ხშირად უახლოესი ადამაინებიც კი ვერ უგებდნენ და ხშირად დღეების და კვირების განმავლობაში უშედეგოდ დაეძებდნენ თბილისის ქუჩებში.
როცა საჭიროდ ჩათვლიდა, ნიკალა თავად პოულობდა მათ, თავად გამოჩნდებოდა ასპარეზზე და ასე მოხდა ამჯერადაც, როცა ჩვენს ხელთ ფიროსმანის ახალი ფოტო აღმოჩნდა. ბედის ირონიით, აქამდე ნიკო ფიროსმანის ერთადერთი დადასტურებული ფოტო იყო შემორჩენილი.