შტორმი ბათუმში - ახალ ბულვარში ზღვამ სანაპირო ისევ დააზიანა

გამოქვეყნდა:

შტორმი ბათუმში - ახალ ბულვარში ზღვამ სანაპირო ისევ გადარეცხა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ამ დროისთვის ტერიტორიის ნაწილი სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და გამორთულია გარეგანათება.

აღსანიშნავია, რომ პრომინადი, შტორმის შედეგად, ახალი ბულვარის იგივე ტერიტორიაზე გასულ წელსაც დაზიანდა. ადგილზე ჩასული იყვნენ ექსპერტები და აჭარის მთავრობისა და ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე ხელოვნური ნატანი უნდა მიეტანათ, თუმცა მიტანილია თუ არა აღნიშნული, უცნობია, ვინაიდან უწყებაში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები ტერიტორიას ასუფთავებენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი