ხაშურის რაიონულ სასამართლოში, მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დაკავებულებიც ესწრებიან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა სხდომა სრულად დახურა.
ცნობილია, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით, მათთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.
დაკავებულია ორი პირი. პროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.