თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება და ანტიამერიკული ხდება - კრამერი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ამერიკის მიმართ სულ უფრო უარესი ხდება. ამის შესახებ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.

კრამერი ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თავდასხმას სენატორ შაჰინზე და თქვა:

"[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე", - თქვა დევიდ კრამრმა.

ცნობისთვის,  "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჩათლახი უწოდა. ზარქუამ კომენტარი მაშინ გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა მას საქართველოზე სენატორ შაჰინის განცხადებების შეფასება სთხოვეს. გასულ კვირას, სენატის საგარეო კომიტეტში, სადაც კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობდნენ, მოხსენებები საქართველოზეც გაკეთდა. სენატორები ამბობენ, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩავარდნილია და დემოკრატია გაუარესებული.

მოგვიანებით ზარქუამ განცხადება განმარტა და თქვა, რომ კომენტარის გაკეთებამდე ის ჟურნალისტებთან "სხვა კონტექსტში ხუმრობდა". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი