ტურიზმის სფეროში შემოსავლები 97%-ით შემცირდა - გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნდა:

მივმართავ "ევროპული საქართველოს" სახელით კითხვით მთავრობას: გაივლის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს. თუ არ გაივლის, რატომ არ გაივლის, რატომაა იგი გამონაკლისი და რატომ უნდა გაიარონ ეს იდიოტური კარანტინი საქართველოს მოქალაქეებმა მაშინაც კი, თუკი ისინი იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში, - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის სიჯიუტით ტურიზმის სფეროში 97%-ით შემცირდა ფრენები, ხოლო ამ სფეროს ჩავარდნა ათეულ ათასობით ადამიანს მშიერს ტოვებს.

მთავრობის სურვილია, რომ ავიაკომპანია "ვიზეარმა", ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, საერთოდ არ განაახლოს რეგულარული ფრენები არჩევნებამდე. ცოტა ხნის წინ ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%-ით, - განმარტა კანდელაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი