"მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით, ვერცხლისწყლითა და დარიშხანით" | "მთავარმა" ამერიკელი ტოქსიკოლოგების სკანდალური დასკვნა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით, ვერცხლისწყლითა და დარიშხანით" - ამის შესახებ საუბარია "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი აწერს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერცხლისწყალი და დარიშხანი მის თმასა და ფრჩხილშია აღმოჩენილი და აქვე ნათქვამია, რომ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ იქნებოდა. 

დასკვნაში საუბარია მესამე პრეზიდენტის სიმპტომებზეც და ნათქვამია, რომ ეს დიდი ალბათობით სწორედ მძიმე მეტალების გამოა. 

დოკუმენტში საუბარია მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებზეც კლინიკა "ვივა მედში" და ჩამოთვლილია რამდენიმე პრეპარატი, მათი დოზირება და გვერდითი ეფექტები. ასევე, ტოქსიკური დოზები დხა არის მსჯელობაც, შეეძლო თუ არა ამ კონკრეტულ პრეპარატებს მოწამვლის გამოწვევა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი