ბრძოლა წესების გარეშე - "ოცნება" სპორტსმენებისა და ქუჩის ავტორიტეტების მობილიზებას იწყებს

გამოქვეყნდა:

"ოცნება" აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას იწყებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ვაჭრობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელზეც ივანიშვილის გუნდი ასევე დიდ ფსონს დებს. ოლიგარქის ყოფილი თანაგუნდელები, რომელბსაც კარგად ახსოვთ წინა არჩევნების მიმდინარობა და იცნობენ ივანიშვილის მოქმედების ტაქტიკას, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური და უმართავი პროცესების განვითარებას ელოდებიან. 

უმრავლესობის ყოფილი წევრი ანი მიროტაძე წინასაარჩევნოდ უმართავ პროცესებს ელოდება. "ქართულმა ოცნებამ" უკვე გამოაცხადა სპოტსმენების მობილიზაცია და მათ პოლიტიკურ პროცესებში კიდევ ერთხელ ჩართვას გეგმავს. რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება ბრძოლა წესების გარეშე. 

პარლამენტის ვიცესპიკერს მოჭიდავეებთან დაკონტაქტება ისე გაუკვირდა, თითქოს სპორტსმენები წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას ჯერ არ გამოუყენებია. რას ეძახის მამუკა მდინარაძე ლეგიტიმურ საშუალებას, უცნობია, თუმცა ამომრჩეველს დაპირდა, რომ გასამარჯვებლად ყველა გზას გამოიყენებენ. 

პასუხს "ქართული ოცნება" წინა არჩევნებზე ოპონენტებს ძირითადად მუშტით სცემდა. სავარაუდოდ, ამასვე აპირებენ ამჯერადაც. ყოფილი სპორტსმენი და "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი წასიძე "მთავარ არხს" უყვება, როგორ ხდება სპორტსმენების მობილიზაცია და ვინ უდგას ამ პროცესებს სათავეში. 

"ქართული ოცნების" მიერ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზების შესახებ ინფორმაცია აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს არა მხოლოდ სპორტსმენებთან, არამედ ე.წ. ქუჩის ავტორიტეტებთანაც. მმართველი პარტია ამომრჩეველთა დაშინებას და არჩევნებზე გამარჯვებას სწორედ მათი დახმარებით აპირებს. 

სპორტსმენების მიერ გამართული ხელჩართული ჩხუბები ოპონენტების წინააღმდეგ. ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, ამ სურათს ქართველი ამომრჩეველი ბოლო რამდენიმე არჩევნებია აქტიურად აკვირდება. ეს "ქართული ოცნების" ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომელსაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდი არც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე უღალატებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი