ნაძვის ხის ჯებირებზე შებმული სამგლოვიარო ლენტები დაწვეს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე მდგარი ნაძვის ხის ჯებირებზე შებმული სამგლოვიარო ლენტები უცნობმა პირებმა დაწვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს.

როგორც ელენე ხოშტარია ვარაუდობს, ვანდალური აქტი, სავარაუდოდ, "ალტ ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.

"უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად დამაგრებული სამგლოვიარო ლენტები დაწვეს.

სავარაუდოდ, „ალტ ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ შებმული სამგლოვიარო ლენტები სათითაოდ მოხსნეს და შემდეგ პოლიციის თვალწინ დაწვეს", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ჯებირებზე შავი სამგლოვიარო ლენტები გუშინ, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინაში დაღუპული გმირი ქართველებისთვის პატივის მისაგებად შეაბეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი