უხეში დარღვევები გიორგი რურუას საქმეში - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ანგარიშს გამოაქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ხარვეზები გიორგი რურუას საქმეში - ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დღეში დეტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.  

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, "მთავარი არხის" ერთ ერთი დამფუძნებლის საქმეში დარღვევები იკვეთება როგორც დაკავების, ისე მისი პატიმრობაში ყოფნის დროსაც. ორგანიზაციაში იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, როდესაც გიორგი რურუას საკანში პოლიციელები შევიდნენ და მას დნმ ძალის გამოყენებით აუღეს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება ამ პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი