"მიხეილ სააკაშვილი იღებს სასურველ საკვებს სასურველ დროს... დაინტერესებულია თავისუფლების მოპოვებით" | ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და არ მორჩილება მკურნალობის კურსს". მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია არა განკურნებით, არამედ მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით. 

"მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, რადგან სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი.

თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს.

თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს" - ამბობს ბრეგაძე "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ  "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. "ვივა მედში" ასევე ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რომ ის არ წაქცეულა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი