
ქობულეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ბათუმში, მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობის დაკანონებას ითხოვს, სადაც უკვე 8 წელზე მეტია ცხოვრობენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ შენობა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ქობულეთის საკრებულოს წევრმა მალხაზ რომანაძემ შეისყიდა და იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს გამოსახლებით ემუქრება.
აქციის მონაწილეები დაშალს იქამდე არ აპირებენ, ვიდრე თორნიკე რიჟვაძეს არ შეხვდებიან.
სოციალურად დაუცველებმა ანალოგიური აქცია გუშინ ქობულეთის მერიასთანაც გამართეს. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მირიან ქათამაძე ხალხთან არ გამოსულა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე