მე არსად მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

მე არსად მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ბოლო დროს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს.

ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ინფორმაცია, რომ ის იშლება, ჭორია.

მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი - მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია, - ამბობს ვაშაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი